დავით ნარმანია – „კოვიდი“ და ლარის კურსი სამომხმარებლო ტარიფზე ნეგატიურ გავლენას ახდენს

„კოვიდის“ და ლარის კურსის გავლენა რასაკვირველია, არის ნეგატიური გავლენა, ანუ ეს სამომხმარებლო ტარიფზე ზეწოლას ახდენს, მაგრამ არის ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც საპირისპიროდ იმოქმედებს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს, სემეკ-ის თავმდჯომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერ ადრეა საუბარი, შეიცვლება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი ელექტროენერგიაზე, ვინაიდან მიმდინარეობს გარკვეული დაზუსტებები და საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ორშაბათს მიიღებს.

„ბუნებრივია, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფები საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის გაანგარიშებაში იქონიებს გავლენას, ისევე როგორც მონაწილეობს სხვა ისეთი პარამეტრები, როგორიც არის ჩვენ მიერ უკვე შეთანხმებული ინვესტიციები, ასევე მოქმედებს სავალუტო კურსი და სხვა ფაქტორები. ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ დგინდება საბოლოო სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში. ხვალ დამტკიცდება გადაცემის ტარიფი, როგორიც არის სახელმწიფო ელექტროსისტემის ტარიფი. აქ არსებით სხვაობას არ ველოდებით და ამ ყველაფრის დაზუსტების შემდეგ დადგინდება საბოლოოდ სამომხმარებლო ტარიფი.

დღეს დადგენილი გენერაციის ტარიფები გარკვეულ გავლენას იქონიებს სამომხმარებლო ტარიფზე, თუმცა ეს არ არის ყველაზე ძირითადი ფაქტორი, რომელიც ტარიფზე ახდენს გავლენას. ტარიფზე გავლენის კუთხით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი არის ე.წ. „კოვიდის“ გავლენა, ისევე, როგორც ამით გამოწვეული ვალუტის კურსის გაანგარიშების გავლენაც, ჩემი აზრით ასევე იქნება. ამდენად, ეს ყველაფერი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ მეტად დაზუსტდება და შემდეგ უკვე კომისია იქნება მზად სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად.

კოვიდის და კურსის გავლენა რასაკვირველია არის ნეგატიური გავლენა, ანუ ეს ტარიფზე ზეწოლას განიცდის, მაგრამ არის ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც საპირისპიროდ იმოქმედებს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე. ეს არის იგივე ენერგიის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ზოგიერთი ისეთი ინვესტიციები, რომლებიც „კოვიდის“ გამო ვერ განახორციელეს კომპანიებმა და გადავიდა მომდევნო პერიოდში. ისინი რა თქმა უნდა, დააკლდება. რომლის წილი როგორი იქნება, ამაზე ზუსტად ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა და დაზუსტდება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიბუაძე – „ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციური ინიციატივებით ცდილობს, ოპოზიცია დააშანტაჟოს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო მანდატზე ოფიციალურად უარი განაცხადა