დავით ნარმანია გამგებლებზე – განსაკუთრებული არაფერი ხდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, რაიონის გამგებლების მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტი შიდა გადაადგილებას უკავშირდება. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ცვლილება დაკავშირებულია შიდა გადაადგილებასთან და აქედან გამომდინარე, ორივე გამგებლის შემთხვევაში შიდა გადაადგილება იქნება. ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა და გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თუ სად გააგრძელებენ მუშაობას ჩოქური და ქარცივაძე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში„პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქცია შს სამინისტროსთან გაგრძელდება
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძის და თედო ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა