„პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქცია შს სამინისტროსთან გაგრძელდება

panoramaaqcia-cr-739x428panoramach-cr-739x428აქციის მონაწილეები, რომლებიც „პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებენ, აქციის გაგრძელებას შს სამინისტროს შენობასთან გეგმავენ.

როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ აქციაზე დაკავებულები შს სამინისტროს შენობაში არიან გადაყვანილები და აქციის მონაწილეები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შს სამინისტროს შენობისკენ მიემართებიან.

24 არასამთავრობო ორგანიზაციის საპროტესტო აქცია თავდაპირველად კოჯრის გზატკეცილზე იმ ადგილზე დაწყო, სადაც პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

აქციაზე ექვსი ადამიანი, მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააკავეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადმოინაცვლეს. ამ დროისთვის ივანიშვილის სახლთან აქცია დასრულებულია. მისი მონაწილეები აქციის გაგრძელებას შს სამინისტროს შენობასთან გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშილაშა დამენია:”ბანერებთან ბრძოლა არ გამოუვა ქართულ ოცნებას-რა მოხდა ნაცატუში
შემდეგი სტატიადავით ნარმანია გამგებლებზე – განსაკუთრებული არაფერი ხდება