ზურაბ აბაშიძის და თედო ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა

აბაშიძე: შევთანხმდით რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემაზე
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის ვაშინგტონში ვიზიტი დასრულდა.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მრჩეველთან და მმართველთა საბჭოს წევრთან ზბიგნევ ბჟეზინსკისთან, ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტთან სტრობ ტელბოტთან, დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან დეიმონ ვილსონთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან  ბრიჯიტ ბრინკთან, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტთან უილიამ ბერნსთანდა “Goldman Sachs”-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარესთან რობერტ ზოელიკთან.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.
ამერიკელი კოლეგების მხრიდან დადასტურდა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯების და რუსეთთან წარმოებული დიალოგის მხარდაჭერა.
banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია გამგებლებზე – განსაკუთრებული არაფერი ხდება
შემდეგი სტატია“თაიმერის” შაბათის სტუმარია ოთო აბესაძე-„არ ვიცი, ამდენს რატომ გიყვებით…“