დავით ნარმანია – დღევანდელი დღე ეს არის გამარჯვების და წინსვლის მე-4 ეტაპი

ამ თუ იმ შემადგენლობით დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ივლის იმ სწორი ორიენტირით, საითკენაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მიისწრაფის, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი დღე არის გამარჯვებისა და წინსვლის მეოთხე ეტაპი.
”დღევანდელი დღე ეს არის გამარჯვების და წინსვლის მე-4 ეტაპი, როცა განახლდა შემადგენლობა პოლიტსაბჭოში, როცა კიდევ უფრო მეტი ამოცანების დასმა ხდება, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს წინსვლისთვის და განვითარებისთვის. ის უმთავრესი ამოცანები , რაც 2012 წლიდან აიღო ჩვენმა გუნდმა, ამ შემადგენლობით თუ იმ შემადგენლობით, დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ივლის სწორი ორიენტირით, საითკენაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მიისწრაფის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“ეს არის გამოცდილი პოლიტიკოსების და ახალი კადრების სინთეზი”
შემდეგი სტატია(video) მოსკოვის სასაფლაოზე ჩხუბში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა