დავით მათიკაშვილი : ფრაქციის სხდომაზე გუნდის შიგნით არსებულ სიტუაციასა და ყველა მიმდინარე საკითხზე გვექნება მსჯელობა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2019 11:10

დავით მათიკაშვილი : ფრაქციის სხდომაზე გუნდის შიგნით არსებულ სიტუაციასა და ყველა მიმდინარე საკითხზე გვექნება მსჯელობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იქნება მსჯელობა, მათ შორის გუნდის შიგნით არსებულ სიტუაციაზე.

მისივე თქმით, დეტალებზე საუბარს ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„ჩვენ მსჯელობა გვექნება შესაბამის მიმდინარე საკითხებზე. მოგეხსენებათ, ფრაქციის სხდომა გაიმართება და შესაბამისად, გუნდის შიგნით არსებულ სიტუაციაზე და ყველა საკითხზე იქნება მსჯელობა. ის საკითხები წარედგინება საზოგადოებას, რომელსაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ ამ მსჯელობის შემდგომ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ მოხდება ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვა გუნდური თამაშის წესების დარღვევის მოტივით, როგორც ეს დავით ჭიჭინაძის შემთხვევაში მოხდა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ დეტალებზე კომენტარს არ გააკეთებდა.

„ასეთ დეტალებზე ახლა არ გავაკეთებ კომენტარს. საზოგადოებისთვის საჭირო ყველა და საინტერესო კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2019 11:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics