გედევან ფოფხაძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის პირველი მოადგილის უფლებამოსილება შეუწყდა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩეულ გედევან ფოფხაძეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილება შეუწყდა.

გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს ცნობად მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, გედევან ფოფხაძის განცხადებაში დასაბუთებული იყო, რომ მან დაიკავა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა.

 

banner
წინა სტატიაშიფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი : ფრაქციის სხდომაზე გუნდის შიგნით არსებულ სიტუაციასა და ყველა მიმდინარე საკითხზე გვექნება მსჯელობა