დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამინისტროში ელჩის დაბარება დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით საგარეო უწყებამ საქართველოს ელჩს განმარტებები მოსთხოვა.

„წუხილით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების სულისკვეთებას და ვაფასებთ ამას როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნისკენ მიმართულ პროვოკაციას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ილონა თოდუა ნაზი ჯანეზაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგლდანში, სავაჭრო ცენტრ ”ჩემპიონში” ცეცხლი გაჩნდა