დავით გარეჯის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი ​გამოკითხეს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებას კიდევ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ჰყავს გამოკითხული, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, რომელიც 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში გარყვნილი ქმედების ბრალდებით 72 წლის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაცერცვაძე : საქართველო ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტს „რემდესივირს“ ოქტომბრიდან მიიღებს