დავით გარეჯის კომისიის წევრის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

region
ავტ.: region ოქტომბერი 1, 2020 16:53

დავით გარეჯის კომისიის წევრის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

დავით გარეჯის კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ილიჩოვაა ის ადამიანი, ვისგანაც გამოძიებამ 1938 წლის რუკის ორიგინალი ამოიღო.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, შეთანხმდა თუ არა აზერბაიჯანთან საზღვარი საქართველოს საზიანოდ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა

region
ავტ.: region ოქტომბერი 1, 2020 16:53