დავით დონდუა ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლოპერსპექტივებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილაჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე და აღნიშნული პროცესის ფარგლებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე, ისეთსაკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, იძულებითგადაადგილებულ პირთა დაბრუნება და რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზითმოგვარების პროცესში.

საუბარი აგრეთვე საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომწინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და ღია გარემოში მიმდინარეობს. დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა ლამბერტო ზანიერსსაქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის აქტიური მუშაობისათვის.

banner
წინა სტატიაშიინგოროყვას კლინიკის ბაზაზე, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიაანდრეი მამიკინსი: ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიც არის „სისხლი“, დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია