დავით ჭიჭინაძე : მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია და ამიტომ უნდა დავრჩე! – სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება

newsnews
ავტ.: newsnews ივლისი 3, 2020 11:36

დავით ჭიჭინაძე : მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია და ამიტომ უნდა დავრჩე! – სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ – სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება, სხვა აღარაფერი დაიტოვეს, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „მაშინ როდესაც ადამიანები ვალებში იხრჩობიან, კორუფციულ სქემებში ჩაფლული კონკრეტული მცირე ჯგუფები მილიონებს იპარავენ ერთი ხელის მოსმით“.

„მარტო აქიდან ჩანს, როგორი ნაქები კრიზისმენეჯერიცაა გახარია. იმ ეკონომიკურმა გუნდმა, რომელიც დღეს გვყავს, გარდა იმისა, რომ წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ზოგადად ისიც არ იცის რა ხდება. ესენი ეკონომიკურ კრიზისს ფინანსური კრიზისის მეთოდებით ებრძვიან და მხოლოდ ფინანსურ დახმარებებზე ფიქრობენ. არადა პირველ რიგში ფინანსები სამუშაო ადგილების შესაქმნელად უნდა იყოს მიმართული, რაც ყოველ დღე კატასტროფულად მცირდება. ამასთან, საპროცენტო განაკვეთები არის გაცილებით დიდი, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. ანუ, ფულის ამოღება კონკრეტული ფინანსური ჯგუფის მხრიდან გაცილებით უფრო მეტი ხდება, ვიდრე ფულის მიწოდება. ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა კი, ისიც კი არ იცის, რომ ამ პირობებში ბანკები უნდა მოთოკოს, რომლებიც დღესაც კოლოსალურ მოგებაზე გადიან. ჩვენ ეკონომიკას ფული ვერ მივაწოდეთ, მივაწოდეთ ხარჯვას, ანუ პრაქტიკულად ინფლაციური პროცესი ჩავრთეთ. ეს აისახა კიდევაც იმ 26% და 27% ინფლაციაზე, რომელიც პირველადი მოხმარების საგნებზე აისახა. მოკლედ, ურთულესი პერიოდი მოდის და მთავრობა ეკონომიკას ვერ დაიჭერს იმიტომ რომ, დღესაც კი, კორუფციულ სქემებში არიან ჩართულები. ასეთი კრიზისის და მითუმეტეს პანდემიის დროს, სარესტორნო მომსახურებაში ათიათასობით ლარის დახარჯვა უბრალოდ სამარცხვინოა! მითუმეტეს, რომ ეს ათასები იმ მდუმარე დეპუტატებზე იხარჯება, რომლებიც ხმასაც არ იღებენ. როგორც ჩანს, ატარებდნენ, აჭმევდნენ და ამათი თვითკმაყოფილებაც დუმილში გამოიხატება”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

newsnews
ავტ.: newsnews ივლისი 3, 2020 11:36

Google სტატისტიკა


3,257
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics