დავით ჭიჭინაძე : დარბეული ადამიანების მიწების ღირებულება ახლოს ვერ მივა იმ საახალწლო განათება-კონცერტებთან, რასაც „ოცნება“ აწყობს და არავინ იცის ვისთვის

,,დარბეული ადამიანების მიწების ღირებულება ახლოს ვერ მივა იმ საახალწლო განათება- კონცერტებთან, რასაც „ოცნება“ აწყობს და არავინ იცის ვისთვის! ახლოს ვერ მივა თითო ლარად დარიგებულ იმ ათეულობით ათას ჰექტართან, რომელიც პრივილეგირებული კასტას გადასცეს“, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აფრიკის დასახლებაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ „ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, იმისთვის, რომ მათ მხარდაჭერა ვერ მიიღეს და ამიტომ ჩვეულებრივ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ.

„შესაბამისად სახეზეა ქვეყნის მართვის ფაშისტური მოდელი: ყოველდღე მკაცრდება სადამსჯელო ოპერაციები ხალხის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მეგობრებისთვის ყველაფერი „მოსულა“, – -აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშითამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ადვოკატთან ერთად დღეს თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებული
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 495 პაციენტი