დავით ჭიჭინაძე: ჩვენ აუცილებლად ვიქნებით გამარჯვებული, გაბრწყინებული ქართველები! საკუთარ სამშობლოში!

“დღეს ჩვენი ოცნებაც კი გადაგვიტრიალეს და ჯოჯოხეთად გვიქციეს,მაგრამ მე ამაყი ვარ რომ ვარ ქართველი!
რატომღაც უნდათ, რომ მეორეხარისხოვან ერად გვაქციონ, გამარჯვების გემო დაგვავიწყონ, ყველაზე მთავარი, რისთვისაც ყოველთვის მომართული ვართ. ყოველ დღე გვინერგავენ, რომ დამარცხებული ერი ვართ, პერსპექტივის გარეშე, მოგვიწოდებენ დავტოვოთ ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდეთ, მაგრამ ყველა ის ქართველი, ვინც გვებრძვის, აუცილებლად მივუჩენთ საკუთარ ადგილს ისტორიის სანაგვეზე ისე, როგორც ადრე არაერთხელ მიგვიჩენია!
ჩვენ აუცილებლად ვიქნებით გამარჯვებული, გაბრწყინებული ქართველები! საკუთარ სამშობლოში!”, – დავით ჭიჭინაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე: ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება, ივანიშვილი უღირსობას გვთავაზობს
შემდეგი სტატიათარკო ჩარკვიანი: მთელი საქართველო ერთად ვართ, ამისტი, იმისტი