ნატო ჩხეიძე: ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება, ივანიშვილი უღირსობას გვთავაზობს

„ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან უკვე გამარჯვების გზაზე ვდგავართ. რუსთაველის გამზირზე ამდენი ადამიანი აპროტესტებს და ებრძვის თავის მოძალადე ხელისუფლებას. აქამდე არასოდეს არ ყოფილა, რომ ხალხის ნებას არ დამორჩილებოდა მოძალადე ხელისუფლება და ბოლოს ისე არ გაეკეთებინა, როგორც ხალხს უნდა. ახლაც ასე მოხდება და ამას ვერაფერი შეცვლის. უნდათ, რომ ეს ასე არ მოხდეს.

გუშინ თამარ ჟვანიამ გვითხრა, ასეთი და ასეთი რიცხვებიაო, ასე გამოვიყვანეო, გინდ დაიჯერეთ და გინდ ნუ დაიჯერებთო, მაგრამ მე ასე მითქვამს და ხელები დამიბანიაო. მერე ივანიშვილმა კვერი დაუკრა: – დიახაც, ასეაო, რადგან მე ასე მნებავსო. არადა, ივანიშვილს აღარ გაუვა ის, რაც მას ნებავს. იცით, რატომ არ გაუვა? იმიტომ, რომ ჩვენ აღარ გვნებავს ის, რაც მას ნებავს. ხალხს აღარ გვნებავს მისი ნება. ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება, ივანიშვილი უღირსობას გვთავაზობს. ჩვენ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა, ივანიშვილი დიქტატურის მარწუხებში გვამწყვდევს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, ივანიშვილი კი კოლონიისთვის გვამზადებს. ასე არ გამოვა, რადგან ხალხს მტკიცე ნება აქვს და პარტიებსაც მოუსყიდველობის.

„ქართული ოცნება“ მინდვრის თაგვივით მარტო რომ დარჩება პარლამენტში, მერე მიხვდება, როგორ უნდა დაემორჩილოს ხალხის ნებას და ეს მალე მოხდება, აქვე, ჩვენს თვალწინ, ეს არ იქნება სასწაული, ეს იქნება ის გარდაუვალობა, რომელსაც დაინახავს ჯალალედინი ივანიშვილი, რომელმაც მოითარეშა ჩვენი ქვეყანა ყაჩაღობით, კორუფციით და ახლა სიყალბით. ის გარდუვლობა, რასაც მას ჩვენი საზოგადოება დაანახებს, ჩვენი გამარჯვების გზის ბოლო იქნება. დიდი მიზანი გვაქვს, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ოპოზიციას შევთავაზეთ დაახლოებით 1 500 უბნის გადათვლა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: ჩვენ აუცილებლად ვიქნებით გამარჯვებული, გაბრწყინებული ქართველები! საკუთარ სამშობლოში!