თარკო ჩარკვიანი: მთელი საქართველო ერთად ვართ, ამისტი, იმისტი

მთელი საქართველო ერთად ვართ, ამისტი, იმისტი, ყოფილი პრეზიდენტის მომხრე, ადრინდელი დამოუკიდებელი პრეზიდენტის მომხრე, რადგან ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს განაცხადა.

„მიშა საქართველოს გადარჩენის შაინსიაო, აქ ვხედავ წარწერას, ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ, რაა. მოდით, ვისაუბროთ, თუ რამე კარგი გააკეთა, ის კარგი დავტოვოთ. თუ რაიმე დანაშაულებრივი ქმედებები იყო. იმიტომ შეიკრიბა განახლებული ახალი ოპოზიციაც ახალი სახეებით, რომ იმ გაკეთებულს ჩამოვაცილოთ დანაშაულებრივი, რაც იყო და გავაკეთოთ კანონით, სამართლით, აღმშენებლობით ახალი სახეებით მაგარი საქართველო ავაშენოთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, დღეს ქართულ ოპოზიციას სჭირდება ერთად დგომა.

„დღეს ეს ეტაპია საქართველოში, ასე დაეწყო ჩვენი ცხოვრება, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს, პოლიტიკამ იცის ასე. ჩვენ შევიკარით, რათა რუსი ოლიგარქი გადავადგოთ, ჯერ ეს არის გასაკეთებელი, როცა კანონსა და სამართალს ქვეყანაში დავახვედრებთ, ყველა ნიჭიერი ქართველი შემოვა საქართველოში, მიშაც, გრიშაც, გიორგიც და სუყველა. ამიტომ არ შეგვეშინდეს ერთმანეთის, დღეს ყველა ერთი ვართ. მთელი საქართველო ერთად ვართ, ამისტი, იმისტი, ყოფილი პრეზიდენტის მომხრე, ადრინდელი დამოუკიდებელი პრეზიდენტის მომხრე, რადგან ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“, – განაცხადა თაკო ჩაკრვიანმა.

„მიყვარხართ. ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე, რაღაცა წამებით აგვიანებ სიტყვის დაწყებასო, მერე ვნახე და მართლა ასეა. ახლა გეტყვით, რატომ ვაგვიანებ, რადგან ის ენერგეტიკა თქვენგან რომ მოდის, აი, ასე მინდა ხელები რომ გავშალო, თქვენ გენაცვალეთ, მიყვარხართ! მიყვარს მე ის საქართველო, ჩემი საქართველო მიყვარს. 77 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს, ვერა და ვერაფერი რომ ვერ ვქენით. ერთი სიმღერა გვაქვს, „ჩაკრულო“. საოცარი ტექსტი აქვს, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითაო. გაგრძელება აქვს ძალიან მძიმ – ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანიაო. ჩვენ იმიტომ ვდგავართ აქ, რომ ჩახტომა არ გვინდა, არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ვისაც გვინდა, რომ თავს ბანი დავანგრიოთ“, – განახცდა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, ჩარკვიანმა ოპოზიციის წარმომადგენლების პარლამენტში შესაძლო შესვლაზეც ისაუბრა.

„როგორ გვაკადრებს? რისი შესვლა, რისი გამოსვლა? აბა, ვინ გამოჩნდება ის ქართველი, რომელიც იტყვის, რომ დეპუტატად, ბიძინას მონად შევდივარო? ასეთს მე არ ვიცნობ ოპოზიციაში. არა! მიხარია, რომ ერთად ვართ. მწყინს, კვლავ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ კვლავ რუსული მმართველობა გვადგას უღლად მხრებზე. დიახ, თუ რამ უბედურება გვჭირს, თუ რამ უბედურება საქართველოს დაემართა, მხოლოდ იმ ერთი ცუდი მეზობლის გამოა, რომელმაც ეს მარგალიტივით ქვეყანა ვერ შეირგო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: ჩვენ აუცილებლად ვიქნებით გამარჯვებული, გაბრწყინებული ქართველები! საკუთარ სამშობლოში!
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი: არც ტესტი მჭირდება და არც თვითიზოლაცია