დავით ბერძენიშვილი: სამწუხაროდ, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ის მოხდა, რაც უფრო მოსალოდნელი იყო

“ხავერდოვანიც” გაცვდა და “რევოლუციაც” – არც ერთია და არც მეორე. გაუფერულდა. ჰაველმა და ჩეხებმა ექსკლუზივი შეინარჩუნეს – ეპიგონებმა კი ვერ ივარგეს.ჩვეულებრივი, პოსტავტორიტარული ქუჩის ფაქტორი გაყალბებული არჩევნების მერე – ხან წარმატებული, ხანაც წარუმატებელი. ესაა სულ.

2003-ში შერყეული, მიხრწნილი, არაერთიანი ხელისუფლება დალეწა მძლავრი საპროტესტო აქციებით და სხვა (საგარეო და საშინაო) ფაქტორებით ზურგმომაგრებულმა ლიდერმა ოპოზიციურმა ძალამ და მისმა ხელმძღვანელმა … 2008-ში კი თავად შეელეწა ოპოზიციაც და საპრეზიდენტო კანდიდატიც ხელისუფლებას.

ჩვენამდე სერბეთში იყო ასე, ჩვენს მერე-უკრაინაში…ყირგიზეთსაც კი გვითვლიდნენ ყულაბაში….ზოგი არაბულ გაზაფხულსაც)))

პაშინიანის ” ჩემი ნაბიჯი” – 70% ხმების, მანდატების 2/3.
გზადაგზა გაამხანაგებული პარტნიორები – ერთი თანაფრაქციელის ახალი “ნათელი სომხეთი” დაც ერთიც მილიარდერის ძველი “აყვავებული სომხეთი” – მათ ჯამში კიდე 1/3 მანდატების.

. მოუწევთ ჯერ ოპოზიციონერობის თამაში, თანდათან კი პროევროპული, დეკლარირებული ლიბერალურური ” ნათელი სომხეთი” შესაძლოა, ქართველი რესპუბლიკელების პარტნიორიც კი გახდეს ევროპულ და მსოფლიო ლიბერალურ ოჯახებში….

ძალიან ბევრი პარალელია 15 წლის წინანდელ ქართულ რეალობასთან…. და სწორედ ამიტომ, მოძველებულია, მოყირჭებულია, ყავლგასულია ეს ფსევდორევოლუციური ეიფორია.

15 წელი უზარმაზარი დროა…რევანშიზმი ყვირის…4.7%-ს რომ მიიღებს ნახელისუფლარი პარტია, რომელსაც ერევანში ნორმალური შედეგი აქვს(7-8%) და პროვინციაში კატასტროფა(2-3%), მოდი და ნუ იფიქრებ, რომ პაშინიანს ადმინისტრაციული რესურსი არ გამოუყენებია. იმაზე მეტ ფულს რომ მოიზიდავს და დახარჯავს ოფიციალურად საარჩევნოდ ჯერ კიდევ ამ წლის გაზაფხულზე უფულო, მოკრძალებული, ზურგანთიანი ოპოზიციონერი, აწ უკვე პრემიერი პაშინიანი, ვიდრე ნახალისუფლარი საქმოსნები და მილიარდერი ცარუკიანი ერთად აღებული, ესეც ინდიკატორია…

10 წლის წინანდელი მიტინგის დახვრეტაზე მაინცდამაინც არჩევნებამდე 2 დღით ადრე რომ დააპატიმრებს ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს ახალი ხელისუფლისკენ გადაბარგებული მოსამართლე – ესეც ხომ ვიცით, რასაც ნიშნავს, ხომ გავიარეთ ( საარჩევნო-პოლიტიკურ კონიუნქტურაზე ვსაუბრობ, თორემ დახვრეტილი და უმოწყალოდ დასჯილი მომიტინგეებისთვის გაცილებით მეტს უნდა ეგო სამართლებრივად პასუხი ჩვენთანაც- ხელისუფლებაში გადაბარგებულების ჩათვლით)-

ქართველებმა ორი ხელისუფლებაც კი ვიხილეთ ასეთი რევანშისტული. ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში გადაბარგება სომხეთშიც კაი ტონად ითვლება, ჩვენის არ იყოს.

სისტემური პრობლებით ხვდება სომხეთი ქოჩარიანი/სარქისიანის პროვინციული, ყარაბახული მმართველობისგან გათავისუფლებას-წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი სანდრო ეულის ქუჩაზე, 140-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას უარყოფს
შემდეგი სტატიასაკადრო ცვლილებები – საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ