კახა მიქაია უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 14, 2018 09:34

კახა მიქაია უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

ზუგდიდის ყოფილი მერის სკანდალის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ში დღეს ვიცე-მერს გამოკითხავენ.

გია გულორდავას საგამოძიებო უწყებაში შეკითხვებს „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სკანდალური ჩანაწერების შესახებ დაუსვამენ, სადაც რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი არჩეულ მერს ლაშა გოგიას, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.

ხვალ კი უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე კახა მიქაია მივა, რომელიც სუს-ში ფარული აუდიო ჩანაწერების ვრცელ მასალას მიიტანს.

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც „კურიერმა“ ფარული აუდიო მასალა გაასაჯაროვა. ზუგდიდის მერმა კი თანამდებობა დატოვა.

„ამ ჩანაწერში არის ფაქტები, რომელიც იძლევა საფუძველს იმისას, რომ ანტიკორუფციულმა სამსახურმა და პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება და ჩანაწერში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე,“-აცხადებს მიქაია.

 

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 14, 2018 09:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics