დავით ბერძენიშვილი: პროპორციულის ჩაგდების მერე ” გერმანულიც” არაო, ხელისუფლებამ

პროპორციულის ჩაგდების მერე ” გერმანულიც” არაო, ხელისუფლებამ.
პროპორციულობასთან მიახლოებული ვერსიების განხილვასაც არ აპირებდნენ, დასავლეთის მკვეთრი ზეწოლა რომა არა. ეს ვიცით.

ოპოზიციამ კომპრომისული 130/20 იმიტომ შევთავაზეთ, რომ 40%- ზე მეტის აღების შემთხვევაში თუ ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს ხელისუფლება, მაშინ ექნება 56 მანდატი სიით და 20 მაჟორიტარულად, ჯამში 76, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა.

125/25 ახლოა ძალიან იგივე მაჩვენებელთან.

110/40- ის შემთხვევაში კი 40% იძლევა 44 პროპორციულ მანდატს და 40 მაჟორიტარული მანდატის შესაძლებლობას…ანუ, 84 მანდატს თეორიულად ( მით უმეტეს, რომ ოლქების არათანაზომადად დაჭრასაც კი განიხილავენ, ვიცით ეს. თბილისში, დიდ ქალაქებში ეოცნებებათ ორჯერ და მეტად ნაკლები ოლქის დატოვება, ვიდრე ეკუთვნის ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლოთი გარანტირებულ, ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს კატეგორიული რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობასაც კი განიხილავენ).

ნებისმიერი შემოვლითი გზა, შემოზღუდვა( რაც მეტი მაჟორიტარი იქნება, იმდენი მოაკლდება სიას – ახსენეს უკვე ეთერში ” გერმანულის” ამ ფრაგმენტის გამოყენების შესაძლებლობა), კი ქმნის ჩვეულებრივ 40%- ზე 4-5%- ით მეტის აღების საჭიროებას, თითქოს…
მათემატიკურად ასეა, მაგრამ… გვახსოვს 2014- ის ღარიბაშვილის 42 ნომრები( ფსევდოდამოუკიდებლები) და 2016- შიც იყო მსგავსი მაგალითი. მათ დაიმატებენ და “ჩამკეტი” ვერ ჩაკეტავს.

ასე რომ, 40%- იანი ნიშნული სინამდვილეში 130, მინიმუმ 125 პროპორციულს მოითხოვს… მაშინ ფსევდოდამოუკიდებლების იმედად ვერ იქნება ხელისუფლება.

მარტივია-წერს “რესპუბლიკურის პარტიის” ერთ-ერთ ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო უმოკლეს ვადებში შეიძენს
შემდეგი სტატიაბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მყოფ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა