“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ შეხვედრას სამცხე-ჯავახეტში ეხმიანება/
“ივანიშვილი არაადეკვატურად აფასებს ვითარებას – მას ჰგონია, რომ აქვს ჭარბი ნდობა; ჰგონია, რომ აქვს უკიდეგანო ინტელექტი, Кавказская пленница უყვარს; უნდა, ილაპარაკოს კავკასიელი ტყვე ქალის ფორმულებით და ტექსტებით. ბოლო ხანებში მახსენებს ასლან აბაშიძეს. არაადეკვატურია მისი წარმომადგენები საკუთარ შესაძლებლობებთან მიმართებით.”,- აცხადებს ბერძენიშვილი.