“დავით ბაქრაძეს დავურეკე და მადლობა ვუთხარი უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის”

დავით ბაქრაძეს დავურეკე და ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი იმ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გამოიჩინა, – ამის შესახებ “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. როდესაც ახალ პოლიტიკურ კულტურაზე ვლაპარაკობთ, ეს უპირველეს ყოვლისა, პროდასავლური წევრების თანამშრომლობას ნიშნავს. მისი და მისი პარტიის მხარდაჭერას მადლობის გრძნობით ვიღებ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა. “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებით, მეორე ტურის შემთხვევაში, ისინი მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერენ.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი სამეგრელოში – ზუგდიდში კომისიის წევრმა ფურცლების შეკვრა მაისურის ქვეშ დამალა
შემდეგი სტატიაTI: ამ არჩევნებზე მოსყიდვას ჰქონდა ადგილი