დავით ბაქრაძე – ვისურვებ, რომ თბილისს ჰყავდეს ისეთი მერი, რომელიც კიდევ უფრო უკეთესს გახდის დედაქალაქს

ვისურვებ, რომ თბილისს ჰყავდეს ისეთი მერი, რომელიც კიდევ უფრო უკეთესს გახდის ჩვენთვის საყვარელ დედაქალაქს, – ასე მიულოცა „თბილისობის“ დღესასწაული თბილისელებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძე რიყის პარკში იმყოფება, სადაც ამ წუთებში სპორტული და კულტურული ღინისძიებები მიმდინარეობს.

“ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს ყველა თბილისელს და არა მხოლოდ თბილისელს, ვინაიდან თბილისი ეკუთვნის მთელ საქართველოს, ამიტომ მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს. ვისურვებ, რომ ჩვენ ქალაქს ჰყავდეს ისეთი მერი, რომელიც კიდევ უფრო უკეთესს გახდის ჩვენთვის საყვარელ დედაქალაქს. თითოეულ ოჯახს თბილისში ვუსურვებ, რომ ჰქონდეთ მშვიდობა, სიკეთე და ბევრი ხალისიანი და ღიმილიანი დღე წლის განმავლობაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის შეთავაზება ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა – არასამთავრობოების განცხადება
შემდეგი სტატიაფრიდონ თოდუა გარდაიცვალა