დავით ბაქრაძე – თუ გადავხედავთ ისტორიას და დღევანდელ მსოფლიოს, ძალიან ნათელია კარასინის სიცრუე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 14:05

დავით ბაქრაძე – თუ გადავხედავთ ისტორიას და დღევანდელ მსოფლიოს, ძალიან ნათელია კარასინის სიცრუე

გრიგორი კარასინის განცხადება არის გაგრძელება ჯაჭვისა, რომელსაც რუსეთი ეწევა, რათა ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში შეიტანოს დესტაბილიზება, ქართველებს გადაახვევინოს იმ სტრატეგიული არჩევანიდან, რომელსაც ქვეყანა მიყავს ევროპული და ევროატლანტიკური გზისკენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ყველა რეგიონში, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი, არის ქაოსი, ოკუპაცია და გაყინული თუ მოქმედი კონფლიქტები, ამავდროულად ისტორიულად ყველა რეგიონში, რომელიც გაწევრიანდა ნატო-ში, არის სტაბილურობა, განვითარება და სიმშვიდე.

„თუ გადავხედავთ ისტორიას და დღევანდელ მსოფლიოს, ძალიან ნათელია კარასინის სიცრუე. ყველგან, სადაც არის ნატო, არის სიმშვიდე და სტაბილურობა. ყველგან, სადაც არის რუსეთი, არის არეულობა და კონფლიქტი. კარასინის ეს განცხადება, არის გაგრძელება ჯაჭვისა, რომელსაც რუსეთი ეწევა, რათა ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში შეიტანოს დესტაბილიზება და ქართველებს გადაახვევინოს სტრატეგიული არჩევანიდან, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს ევროპული და ევროატლანტიკური გზისკენ. პასუხი ამ ყველაფერზე უნდა იყოს ძალიან მარტივი. რაც მეტს გვიმტკიცებს რუსეთი, რომ რუსეთი კარგია და ნატო ცუდი, მით უფრო მტკიცედა და სწრაფად უნდა გავაგრძელოთ ნატო-სკენ სვლა. რუსეთის გავლენის სფეროდ დარჩენა ნიშნავს მუდმივ პრობლემებს საქართველოსთვის, მუდმივ ოკუპაციასა და არეულობას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გუშინ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 14:05

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,579
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics