დავით ბაქრაძე სახელმწიფო დაცვაზე უარს ამბობს – მიმართვა ანზორ ჩუბინიძეს

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე სახელმწიფო დაცვაზე უარს ამბობს. დავით ბაქრაძემ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე როგორც პარლამენტის მოქმედი, შემდეგ კი, როგორც ყოფილი თავმჯდომარის დაცვა ხორციელდებოდა. შემდგომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიების ფარგლებში ამერიკული მხარის რეკომენდაციის საფუძველზე გაგრძელდა სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფა, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერზე.

“დღეს არსებული მდგომარეობით, აღნიშნული საქმის გამოძიება დასრულებულია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის დაშლის გამო აღარ ვსარგებლობ უმცირესობის ლიდერის სტატუსით. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება გაუქმდეს ჩემი სახელმწიფო დაცვა.’’ – ნათქვამია დავით ბაქრაძის ოფიციალურ წერილში

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ დაჭრის ფაქტი ცხელ კველზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი ურუგვაისა და არგენტინას ეწვევა