დავით ბაქრაძე : მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომელიც იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში

მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომელიც იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგოც ბაქრაძემ აღნიშნა, თუ მოქალაქეები დღეს დარჩებიან სახლში, თუ ჩაიქნევენ ხელს, თუ ხმას მისცემენ ზეწოლის შედეგად, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვიცხოვრებთ ისევე და ვიცხოვრებთ უარესად, ვიდრე ეს დღეს ხდება.

„საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო – ხალხს აღარ უნდა იმ გაჭირვებაში და პრობლემებში ცხოვრება, რომელშიც შეიყვანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ხალხს სჭირდება უკეთესობა, სჭირდება წინსვლა, სჭირდება მოგვარებული პრობლემა, მაგრამ თავისით არაფერი გვარდება და ცვლილებების გზა გადის არჩევნებზე. ამიტომ მე დღეს მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომელიც იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში. მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც შეუძლია მოვიდეს შუალედურ არჩევნებზე, მობრძანდით, თქვენი ხმა ცვლის საქართველოს, თქვენი ხმა ცვლის თქვენი ოჯახის და თქვენს მომავალს. თავისით არაფერი შეიცვლება, თუ ჩვენ დავრჩებით სახლში, თუ ჩვენ ჩავიქნევთ ხელს, თუ ჩვენ ხმას მივცემთ ზეწოლის შედეგად, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვიცხოვრებთ ისევე და ვიცხოვრებთ უარესად, ვიდრე ეს ხდება დღეს. ერთადერთი გზა, შევცვალეოთ ჩვენი ცხოვრება არის არჩევნები. ამიტომ დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ბევრი ადამიანი მოვა არჩევნებზე, ხმას მისცემს ცვლილებებს და ცხოვრების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ჩვენი მომავლის, ჩვენი სტაბილურობის, საქართველოს სტაბილურობის გასაღები არის არჩევნებში და ეს გასაღები არის თითოეული მოქალაქის ხელში.

„ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ მთავარი პრობლემა სტაბილურობისთვის არის ხელისუფლების მცდელობა, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე ზეწოლის, დაშინების, ძალადობის, ცემა-ტყეპის, მოსყიდვის შედეგად. ამიტომ ხელისუფლებამ და ჩვენ ყველამ მასთან ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში სტაბილურობის საფუძველია თავისუფალი არჩევნები. რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა დღეს არჩევნებზე, მით უფრო თავისუფალი იქნება არჩევნები და თავისუფალი არჩევნები არის სტაბილურობის წინაპირობა. არ არსებობს პოლიტიკური ძალა, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, რომელიც შეძლებს და გააპროტესეტებს იმ არჩევნების შედეგს, რომელიც იქნება თავისუფალი და დემოკრატიული. ამიტომ გასაღები ჩვენი ცვლილებების, ჩვენი მომავლის, ჩვენი სტაბილურობის, საქართველოს სტაბილურობის გასაღები არის არჩევნებში და ეს გასაღები არის თითოეული მოქალაქის ხელში. მობრძანდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და ყველა ერთად ამ ქვეყანაში მოვიტანთ უკეთესობას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო
შემდეგი სტატიატყიბულისა და წყალტუბოს 8 საარჩევნო უბანზე ხმებს ელექტრონულად დაითვლიან