ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გადასატან ყუთში ბეჭდის გარეშე ჩაგდებული ბიულეტენები აღმოაჩინეს. შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა.

აღნიშნულ ყუთში 31 ბიულეტენი იყო მოთავსებული. ინციდენტს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ეს სწორედ ის უბანია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვს აძლევს ხმას.

banner
წინა სტატიაშიხულოში მერის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომელიც იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში