ტყიბულისა და წყალტუბოს 8 საარჩევნო უბანზე ხმებს ელექტრონულად დაითვლიან

19 მაისს წყალტუბოსა და ტყიბულში რვა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.

„ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების პროექტი, ცესკოს მიერ, პირველად, 2018 წელს, შუალედურ არჩევნებზე, ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე განხორციელდა.

საარჩევნო ადმინისტრაცია 19 მაისს გასამართ საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პროექტს მოდიფიცირებული სახით განახორციელებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება წინა, 2018 წლის გამოცდილება და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული ინიციატივით მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვას.

ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის შესახებ, არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებისა და დიალოგის მიზნით, უკვე გაიმართა შეხვედრები, როგორც არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი განთავსებული იქნება საარჩევნო ყუთებზე. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს განათავსებს ხმის დათვლსი აპარატში, ელექტრონული მოწყობილობა ასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ითვლის ავტომატურად. საბოლოო ჯამში, კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე უმოკლეს დროში ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგების ინფორმაცია იქნება ცნობილი.

საპილოტე პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, კანადური საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “DELIAN”-ის მხარდაჭერით ხორციელდება” – აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომელიც იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : შსს და პოლიცია სრულად უზრუნველყოფენ უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს