დავით ბაქრაძე მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძემაღალმთიან აჭარაში, ქედაში მხარდამჭერებთან სასაუბროდ და მათი პრობლემების გასაცნობად იმყოფებოდა.

როგორც „თაიმერს“ პარტიიდან აცნობეს, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან საუბარში თამბაქოს მოყვანისა და ჩაბარების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მათი შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყაროა. რეგიონში მწვავედ დგას საზღვარგარეთ არალეგალურად სამუშაოდ წასულთა პრობლემაც.

„როდესაც კითხულობენ თუ რისი გაკეთება შეუძლია მომავალ პრეზიდენტს, მე გეტყვით მარტივ მაგალითს. ახლა ვართ ქედაში, მაღალმთიან აჭარაში, საკმარისია პრეზიდენტმა იპოვოს ერთი ინვესტორი, რომელიც ჩამოვა მაღალმთიან აჭარაში და ჩაიბარებს მოსახლეობისგან ტრადიციულ მოსავლის წყაროს, თამბაქოს. ეს, ერთი ინვესტორი შეცვლის ათასობით ოჯახის ცხოვრებას, ქედაშიც, შუახევშიც და ხულოშიც. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერმა ინვესტიციამ შეიძლება შეცვალოს ადამიანების ცხოვრება თუ პრეზიდენტი არის მოტივირებული, თუ ავირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც არა კაბინეტისა და პარტიის პრეზიდენტი, არამედ ხალხის პრეზიდენტი იქნება და იმუშავებს ხალხთან ერთად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიწინ რთული გზაა, ეს არის უწყვეტი ისტორია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ, ვიქნები ამ გზის და თქვენი ერთგული ბოლომდე
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი