დავით ბაქრაძე : ირინა შეიკი რომ ყოფილიყო ჩვენს პარტიაში და გასულიყო გული დამწყდებოდა, შეიკინი კი არ ვიცი ვინ არის

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ირინა შეიკი ჩვენს პარტიაში რომ ყოფილიყო და გასულიყო, გული დამწყდებოდა ნამდვილად, – ასე გამოეხმუარა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე იგორ შეიკინის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების ფაქტს.

დავით ბაქრაძემ იგორ შეიკინთან დაკავშირებით იხუმრა და აღნიშნა, რომ შეიკინის გვარზე მხოლოდ ირინა შეიკი ახსენდება.

„სიმართლე რომ გითხართ, საერთოდ არ ვიცი ვინ არის იგორ შეიკინი. შეიკინთან ყველაზე მიახლოებული ირინა შეიკია და ჩვენს პარტიაში რომ ყოფილიყო და გასულიყო, გული დამწყდებოდა ნამდვილად. ამ კითხვას იმედია სერიოზულად არ მისვამთ და სერიოზულ პასუხს იმედია არ ელოდებით ამ ტიპის შეკითხვებზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : “ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული”