კახა კალაძე : “ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული”

მივესალმები წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, ასეთი მშვიდი,დემოკრატიული, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს. ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, დავასრულეთ ქვების სროლა და ხელკეტებით დევნა ერთმანეთზე. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ თანამედროვე საფეხურზე.

ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.ამიტომ, დაველოდოთ 8 ოქტომბერს და შემდეგ ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება რაიმე განცხადებების გაკეთება,თუმცა ჩვენი გუნდის პოზიცია არის ის, რომ თუ იქნება მრავალპარტიული, ეს იქნება ძალიან კარგი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : ირინა შეიკი რომ ყოფილიყო ჩვენს პარტიაში და გასულიყო გული დამწყდებოდა, შეიკინი კი არ ვიცი ვინ არის
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი ნაზაროვს შეხვდა