თავდაცვის მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლატვიის ელჩს იანის ზლამეტსს შეხვდა.

ლევან იზორიამ ლატვიის ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიელი ექსპერტების ჩართულობისთვის. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ სამხედრო-სასწავლო წვრთნები. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო განათლების სფეროში ლატვიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლების გაცვლითი ვიზიტები. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამხედრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ლატვიის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : ირინა შეიკი რომ ყოფილიყო ჩვენს პარტიაში და გასულიყო გული დამწყდებოდა, შეიკინი კი არ ვიცი ვინ არის