დავით ბაქრაძე : ჩვენ ვხედავთ ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აშშ კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყველა ის პრობლემური საკითხია ასახული, რომელზეც ოპოზიციური სპექტრი წლებია საუბრობს.

“ყველა ის პრობლემა, რომელმაც თავი მოიყარა “ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო წლებში, თანდათან აისახება არამხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებში, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, არამედ ინსტიტუციონალურ შეფასებებში. აქამდე “ქართული ოცნება” ყოველთვის თავს იმშვიდებდა, რომ კრიტიკა, წერილები, კომენტარები, ყველაფერი იყო პოლიტიკური, მოდიოდა პოლიტიკური ფიგურებისგან და პრობლემები არ იყო ასახული ინსტიტუციონალურ შეფასებაში, მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში. ეს ყველაფერი უკვე იცვლება და ჩვენ ვხედავთ ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში იმედისმომცემი მდგომარეობაა, მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს
შემდეგი სტატიაკლუბი “მტკვარზე” კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, დროებით იხურება