დავით ბაქრაძე: არ შეიძლება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში იჯდეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს.

ამის შესახებ მან „ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრს მიაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკის გადახედვა უნდა მოხდეს.

„აღნიშნულ საკითხზე ჩვენი პოზიცია მკაფიოა, რომ არ შეიძლება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში იჯდეს. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო “, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ საქართველოს მომავალ პარლამენტს მიმართავს, რომ მომავალ წლამდე ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა შეცვალოს.

banner
წინა სტატიაშიმთიან ყარაბაღში ახალი კონსტიტუციისა და სახელის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება
შემდეგი სტატია“სააკაშვილი პარტიის დამფუძნებელია და როგორ შეიძლება ის პარტიასთან ასოცირებულ პირად არ დარჩეს”