“სააკაშვილი პარტიის დამფუძნებელია და როგორ შეიძლება ის პარტიასთან ასოცირებულ პირად არ დარჩეს”

როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული პირად არ დარჩეს, – აცხადებს ”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერია, როგორც პარტიის დამფუზნებელი , პარტიის თავმჯდომარის არჩევა კი ყრილობაზე გადაწყდება.

”მიხეილ სააკაშვილი პარტიის დამფუძნებელია და ამიტომ გაუგებარია კითხვა იმაზე, როგორ შეიძლება არ დარჩეს მიხეილ სააკაშვილი პარტიასთან ასოცირებული პირი. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევას, ამაზე არის მოსაზრებები და ყრილობა გადაწყვეტს ამ საკითხს”, – აღნიშნა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: არ შეიძლება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში იჯდეს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნაზე მხოლოდ ვარაუდები გამოითქვა