დღეს დილით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებას საგანგაშოდ და ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებენ “ერთიან ნაციონალურ მოძარაობაში”. განცხადება რამდენიმე წუთის წინ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქარაძემ გააკეთა.
“რუსეთის სიამოვნების გამო საქართველომ უარი არ უნდა თქვას უკეთეს მომავალზე, აბაშიძის განცხადება საგანგაშო და ქვეყნისათვის საშიშია. აბაშიძის ეს განცხადება ასახავს მთავრობის რეალურ განწყობას, ჩვენდა სამწუხაროდ ბატონი ზურაბის ამ განცხადებას მთავრობის ყველა წევრმა მხარი აუბა. ამ განცხადებების შინაარსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანს და დამოკიდებულებას და ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში გადადგმულ პროდასავლურ ქმედებებთან. მოვუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას ვინც ფიქრობს, რომ ეს განცხადება საზიანოა დააფიქსირონ საკუთარი აზრი და გაემიჯნონ ამ განცხადებას,”- აცხადებს დავით ბაქრაძე.