“დავდგები მსახურებაზე ნებისმიერ მონასტერში, სადაც არ იქნება მეუფე გრიგოლი… “- დედა სოსანე

ჭყონდიდის ეპარქიის დედების ნაწილი აცხადებს, რომ ეპარქიის დროებითი მმართველის, მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრებიან.

“დავდგები მსახურებაზე ნებისმიერ მონასტერში, სადაც არ იქნება მეუფე გრიგოლი… ჩვენც გვაქვს მონასტერში ტაძარი და ვისაც განამწესებენ და მამაო ვინც იქნება, ვივლით იქ”, — აცხადებს დედა სოსანე.

ამ დრომდე ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარება მიმდინარეობს. ცნობილია, რომ მეუფე პეტრე ცაავა არ აპირებს პატრიარქის ბრძანებას დაემორჩილოს, რათა შიომღვიმის მონასტერში წავიდეს მოსანანიებლად.

banner
წინა სტატიაშივანდალიზმი ახალციხეში – მრევლს სამლოცველოში ხატები დამტვრეული, სიწმინდეები კი ძირს დაყრილი დახვდა
შემდეგი სტატიარა გაახსენდა არჩილ გამზარდიას, როდესაც ბიძინა ივანიშვლი პატრიარქს შეხვდა