დავამაგროთ ჩინეთის დროშები ამერიკულ თვითმფრინავებზე და რუსეთი დავბომბოთ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში არსებულ ვითარებას რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის დონორებთან საუბრისას გამოეხმაურა.

ტრამპმა ნატო უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და იხუმრა, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა რუსეთი ჩინეთის დროშის ქვეშ უნდა დაბომბონ, რათა აღნიშნულმა ქვეყნებმა ომი გააჩაღონ.

„როდის იქნება ჩვენთვის მიუღებელი ეს მასიური დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ? ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ამას გაგრძელების უფლება მივცეთ. ბაიდენი ძალიან არაკომპეტენტურია, მისი სანქციების მუქარა სასაცილოა, პუტინი სანქციებს ბოლო 25 წლის განმავლობაში ისედაც იღებს.

დავამაგროთ ჩინეთის დროშები ამერიკულ თვითმფრინავებზე და დავბომბოთ რუსეთი, შემდეგ ვთქვათ, რომ ეს ჩვენ არ ვიყავით, არამედ ჩინეთი იყო. ისინი ომს გააჩაღებენ, ჩვენ კი განზე დავდგებით და სანახაობას ვუყურებთ.

მე ვლოცულობ ამაყი უკრაინელი ხალხისთვის, აღფრთოვანებული ვარ ზელენსკის მამაცობით, ღმერთმა დალოცოს ისინი.

ყველას ესმის, რომ ეს საშინელი კატასტროფა არასდროს მოხდებოდა, ჩვენი არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და მე რომ ისევ პრეზიდენტი ვიყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტების მხრიდან დაბომბვის შედეგად, ბოლო 24 საათში ხარკოვში სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკაზე გავლენის ანალიზი