დასჯის სასტიკი მეთოდები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში-ყოფილი აღსაზრდელი დუმილს არღვევს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა

დასჯის სასტიკი მეთოდები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში და მოძალადე აღმზრდელები, რომლებიც დაწესებულებაში ამ დრომდე რჩებიან. სისასტიკეს, რომელსაც წლების განმავლობაში ხელშეუხებელი პანსიონატის კედლები მალავდა, კიდევ ერთი მოზარდი ამხელს, რომელმაც ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას თავი 13 წლის შემდეგ დააღწია.

ბიჭი პირდაპირ ასახელებს მათ, ვინც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა – ირინა სარალიძე, მზია ბერიძე, ირმა გორდეზიანი, ირინა ფერაძე და თვლის რომ დაწესებულება რაც შეიძლება მალე უნდა გაუქმდეს.

სკამებს ხელში გვაკავებინებდნენ, ცალი ფეხით ვიდექით, მუხლებზე ვიჯექით, გვცემდნენ, რამდენჯერ უჭმელი დაგვიძინია…ლოგინში რომ დაგვაწვენდნენ საბანს გადაგვაფარებდნენ თავზე და გადახდის უფლება არ გვქონდა.

რომ გავიზარდეთ და უფლებას აღარ ვაძლევდით ჩვენზე ხელი აეწიათ, უკვე დიდი ბიჭები გადმოდიოდნენ ჩვენზე, იმათ ეუბნებოდნენ ცემეთო. ამაზე რეაგირებას არავინ არ ახდენდა. ერთმა ბიჭმა იმნაირი მცემა 2 თვე სკოლაში ვერ ვიარე. სკოლაში რომ მივედი ოქმი დამაწერინეს, რომ ჩვენთან არ მომხდარა და მანამდე არ მოხვიდე ვიდრე არ მორჩებიო…მაშინ ვიყავი 11 წლის.

მეუფე სპირიდონი იქ 3-4 თვეში ერთხელ მოდიოდა – ამბობს ყოფილი ბენეფიციარი.

პანსიონატში კი ამ დროისათვის კიდევ რჩებიან აღსაზრდელები. ტერიტორიაზე ჯერჯერობით სოციალური მუშაკები არ გამოჩენილან.

წყარო: მთავარი არხი

banner
წინა სტატიაშიაბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს
შემდეგი სტატიაყალბი ინფორმაციის ამოცნობის მიზნით კომუნიკაციების კომისია 1000-ზე მეტ მოსწავლეს გადაამზადებს