დარჩიაშვილი – მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაზე გია ვოლსკის მხრიდან შეფასება საბჭოური დევნის სტილში გაკეთდა

პოლიტიკური შეფასებები, რაც მიხეილ სააკაშვილის 2007 წელს დავით გარეჯის თემაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, იყო ტიპური საბჭოური დევნის სტილში გაკეთებული გია ვოლსკის მხრიდან, – ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი იურისტი, რომელსაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს ადამიანის უფლებათა სამართალზე, იტყვის, რომ ეს არის დევნა პოლიტიკური განცხადებების გამო.

„სინამდვილეში შესაძლებელია, რომ სააკაშვილის განცხადება, თხემზე მათ სტრატეგიული ინტერესი აქვთ და ჩვენ კიდევ უდაბნოზე გვაქვს ინტერესი, ეს ორი რამ უნდა შეთანხმდეს, შეიძლება ჩათვალოთ – რა ლოგიკაა აქ, როგორ უნდა შეთანხმდეს წვერი და თხემის შუა ნაწილი. მე შეიძლება შეგეკამათოთ, რომ არსებობს გეომეტრიული ვერსიები, მაგრამ ამაზე ვიკამათოთ დაუსრულებლად და ბოლოს თქვენ გადაწყვიტოთ, რომ არჩევნებში ამ ძალას მე ხმას არასდროს მივცემ. პოლიტიკური შეთანხმების საკითხია ეს. სისხლის სამართლებრივი საფუძველი ნულია. ნებისმიერი იურისტი, რომელსაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს ადამიანის უფლებათა სამართალზე, იტყვის, რომ ეს არის დევნა პოლიტიკური განცხადებების გამო. მოლაპარაკების საკითხია, ყველაფერი შეიძლება – თანამედროვე გეომეტრია ძალიან რთული რამეა და სპეციალისტების გარჩევაში სისხლის სამართლებრივი დევნა რომ ჩაერთვება, ეგ არის პრობლემა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ისე გვექცევა, მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაშ გაკეთებული ვაქცინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთოს
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტი” განცხადებას ავრცელებს