რუსეთი ისე გვექცევა, მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაშ გაკეთებული ვაქცინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთოს

რუსული ვაქცინა ტექნოლოგიურად მათ დაამზადეს. კვლევებიც ჩაატარეს. გუშინ მსოფლიოში ავტორიტეტით და რანჟირებით რიგით მეორე სამედიცინო ჟურნალმა ლანცეტმა გამოაქვეყნა საკმაოდ დიდი კვლევა, 21 ათს ადამიანზე ჩატარებული.

მარეგულირებელ ორგანოებს დიდი და მკაცრი მოთხოვნები აქვთ, ევროპის მარეგულირებელი სააგენტო იქნება თუ ამერიკის FDA, რომელიც ყველაზე მკაცრია ამ თვალსაზრისით. ეჭვი მეპარება, ამერიკაში და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ასე ხელაღებით გაიყიდოს რუსული ვაქცინა.

თუმცა, რაც არ უნდა აღიარება ჰქონდეს რუსულ ვაქცინას, ჩვენ შემთხვევაში მორალური წნეხიც შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. რუსეთი ისე გვექცევა, მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაშ გაკეთებული ვაქცინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთოს. ამიტომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ევროკავშირსა და აშშ-ში გაკეთებული ვაქცინები-განაცხადა ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანის პასუხი დიპლომატის კრიტიკაზე
შემდეგი სტატიადარჩიაშვილი – მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაზე გია ვოლსკის მხრიდან შეფასება საბჭოური დევნის სტილში გაკეთდა