“დარჩი სახლში” ნიშნავს, რომ მეზობელთან ყავაზეც არ უნდა გადახვიდე – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ.
მისი თქმით, მოწოდება “დარჩი სახლში” არ ნიშნავს მხოლოდ სამსახურში არ წასვლას, ან ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვას.

“ნუ გაიგებენ, რომ “დარჩი სახლში“ ნიშნავს სამუშაოზე არ წახვიდე, მაგრამ იარო მეზობლებში ყავაზე, დაბადების დღეებზე და ა.შ… სანამ ამას არ მიხვდება ჩვენი ხალხი, მანამდე უნდა იცოდნენ რომ ეს რისკი ექნება ყველას.

არა ბატონო, უნდა დარჩე სახლში და მეზობელთან არ იარო,” – აცხადებს ზაალ მიქელაძე.

banner
წინა სტატიაში1991 წლის 31 მარტი
შემდეგი სტატიაპოლიცია ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს