დაპირისპირება თელავში – ნაცემი და დაშავებულია 2 ახალგაზრდა

დაპირისპირება თელავში – ნაცემი და დაშავებულია 2 ახალგაზრდა. ერთს სავარაუდოდ, თავში მაკრატელი აქვს ჩარტყმული.

შემთხვევა 2 დღის წინ, კომენდანტის საათის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს უბანში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. რის გამოც, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

22 წლის ზურა საჩიშვილი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. უფრო მძიმეა 21 წლის ბესიკ ქართლელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მიყენებული დაზიანებებით თბილისშია გადაყვანილი.

მხარეებს ფაქტის შესახებ საუბარი არ სურთ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 124- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაელისაშვილი – რას ნიშნავს, აგირჩიეს, მაგრამ პარლამენტში არ დადიხარ, კეთილი ინებე და იმუშავე