დაპირისპირება ანი წითლიძის პრესკონფერენციაზე (ვიდეო)

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 25, 2018 12:33

დაპირისპირება ანი წითლიძის პრესკონფერენციაზე (ვიდეო)

ზუგდიდის მერიამ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 74 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც სოციალურად დაუცველ, უმწეო, მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ და შშმ პირებს ეხებოდა, რომლებიც უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებიან.
შუამდგომლობის არდაკმაყოფილების მიზეზად კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არქონა დაასახელა. თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარით დაფინანსდა კონკრეტულად იმ გზების მოასფალტება, რომელზედაც ბიძინა ივანიშვილს დედროლოგიურ პარკში დასარგავი ხეები უნდა გადაეტანა. ამ მიზეზით ასევე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის რამდენიმე რეგიონშიც.
მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის რაიუონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანი წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ შენობასთან ბრიფინგს მართავდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თაზო ფაცაცია შემოიჭრა და ოპონენტის ბრალდებებს უპასუხა.
როგორც ფაცაციამ აღნიშნა, ადამიანებს, რომლებზეც წითლიძე საუბრობდა, ხელისუფლება უკვე ეხმარება, დარჩენილების დაკმაყოფილება კი ეტაპობრივად მოხდება. ფაცაციამ ოპონენტი ცრუ ბრალდებებში დაადანაშაულა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 25, 2018 12:33

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics