Danske Bank-ის ხელმძღვანელი რუსული ფულის გათეთრების შესახებ სკანდალის გამო გადადგა

Danske Bank-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტომას ბორგენმა განაცხადა, რომ ბანკს დატოვებს მას შემდეგ, რაც მის შემცვლელს მოძებნიან. გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ფულის გათეთრებას ბანკის ესტონურ წარმომადგენლობაში. “გასაგებია, რომ Danske Bank-მა საკუთარი მოვალეობები არ შეასრულა, ესტონეთში შესაძლო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ღრმად ვწუხვარ ამის გამო. იმის მიუხედავად, რომ იურიდიული ფირმის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მე საკუთარ იურიდიულ მოვალეობებს ვასრულებდით, ვთვლი, რომ ყველასთვის უმჯობესი იქნება, თუკი გადავდგები” – ბორგენმა განცხადებაში დაწერა.

2014 წელს, ესტონეთის ფინანსურმა ინსპექციამ აღმოაჩინა “რისკების კონტროლის პროცედურების სისტემატიური დარღვევა”, ფილიალმა, სავარაუდოდ, ყოველთვის არ იცოდა ვის ფულს ატარებდა საკუთარ ანგარიშებზე, ასევე, არ იცოდა, მათი წარმომავლობა – “ბიბისი” წერს.

ამის შემდეგ ორი წელი Danske Bank-ში მუდმივი შემოწმებები ხდებოდა, 2015 წლისთვის ბანკმა არარეზიდენტების ყველა ანგარიში დახურა.
2018 წლის თებერვალში გაზეთებმა Berlingske და Guardian დაწერეს, რომ ესტონეთის ფილიალში “ვლადიმირ პუტინის ნათესავების” ფულის გათეთრება ხდებოდა. Financial Times -ის ცნობით, სულ საუბარი იყო 30 მილიარდ დოლარზე.

banner
წინა სტატიაშიტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მიეცა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი ლიდერების შეთანხმება და ტრამპის სიხარული