დანილოვი: უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის საბოლოო გეგმა ჯერ არ დამტკიცებულა

კონტრიერიშის საბოლოო გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ არ დაუმტკიცებია, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად კიევი კონტრიერიშის გეგმის რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს.

„გადაწყვეტილება კონტრიერიშის ვადებთან და მიმართულებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება უმაღლესი მთავარსარდლის კაბინეტში. როდესაც ვინმე, მათ შორის დასავლური ინსტიტუტების წარმომადგენლები საუბრობენ ამ საკითხზე, დამერწმუნეთ: დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ჩვენი ყველა გეგმის შესახებ. იმიტომ რომ ასეთი საბოლოო გეგმა ჯერ დამტკიცებული არაა. გვაქვს კონტრიერიშის გეგმის რამდენიმე ვარიანტი. ყველა მათგანი ჯერჯერობით მუშავდება. ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე მიღებული იქნება ესა თუ ის გადაწყვეტილება“, – აცხადებს ოლექსი დანილოვი.

banner
წინა სტატიაშიტრამპს ჟან კეროლისთვის 5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინის დროშა ფრიალებს