დანილოვი: შემდეგი 2-3 თვე გადამწყვეტი იქნება

რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგი 2-3 თვე შეიძლება გადამწყვეტი იყოს,-აცხადებს ოლექსეი დანილოვი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

“ჩვენ გვესმის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას ღია ბრძოლაში ჩვენი დამარცხების შესაძლებლობა არ აქვს. ისინი ახლა ჩიხში არიან. და ვირთხა, რომელიც კუთხეშია, ყველაზე საშიშია.
და ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებით მომდევნო ორი-სამი თვისთვის, რაც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ მომენტში”,-განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა.

ალექსეი დანილოვმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი “გააგრძელებს გზას, რადგან მან ყველაფერი რიგზე დააყენა” და არ შეეცდება ქვეყნისთვის ომის შედეგების შემცირებას.

banner
წინა სტატიაშინენსი პელოსმა ზელენსკი აშშ-ს კონგრესის სესიაზე სიტყვით გამოსასვლელად მიიწვია
შემდეგი სტატიარა მექანიზმებით ათეთრებს რუსულ მილიონებს საქართველოს საპატრიარქო და რა საიდუმლოს ინახავს სუსის ფაილები?! – ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან