დანიელსონი – ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება

გვექნება შეხვედრები, როგორც ეს აუცილებელი იქნება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

დანიელსონმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, დაახლოვდა თუ არა მხარეების პოზიციები ყველაზე რთულ საკითხებზე.

„ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა დანიელსონმა.

ამასთან, დანიელსონის თქმით, ყველა მხარე კვლავ კონსტრუქციულია.

„ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება“, – აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა