დახურული არის რუსული, ღია და გამჭვირვალობა არის ევროპული – ზარქუა

“ბატონო საფრანგეთის ელჩო, თქვენმა ქვედა პალატამ რომ მიიღო კანონი, ის გვითარგმნეთ და მოგვიტანეთ”, – მიმართავს ირაკლი ზარქუა დიპლომატს და იქვე ამტკიცებს, რომ რუსული კანონი ევროპულია.

მთავრობის წევრი ჟურნალისტებთან საუბრის დროს კვლავ ამბობს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი “ოცნების” დიდი დამსახურებით მიიღო.

“სწორედ ეს კანონი, რომელიც გულისხმობს ფინანსების გამჭვირვალობას, არის ევროპული. თუ ვინმე სხვანაირად გიხსნით, შეცდომაში შეჰყავხართ. დახურული არის რუსული, ღია და გამჭვირვალობა არის ევროპული. რასაც აკეთებს მაგალითად ამერიკული კანონი “ფარა”, რასაც აკეთებს ფრანგული, რომელიც უკვე მიიღო ქვედა პალატამ. ჩვენთან ერთად მივედით იქამდე, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღო ქვეყანამ, მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, იქნებ ელჩებს ჰკითხოთ, ბატონო საფრანგეთის ელჩო, თქვენმა ქვედა პალატამ რომ მიიღო, ის გვითარგმნეთ და მოგვიტანეთ. რაც აქვთ ის მოიტანონ, თარგმნონ და თქვენთან ერთად მე ვიქნები ინიციატორი”, – ამბობს ზარქუა.

banner
წინა სტატიაშინუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ – კორძაია
შემდეგი სტატიაოპოზიცია ცდილობს, რუსეთთან მიაბას აღნიშნული ოფშორული კომპანიები, თუმცა ისინი დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები არიან – კვიჟინაძე