“დახედეთ რუკას და მიხვდებით” – მეუფე გრიგოლი საპატრიარქო ტახტისთვის დაწყებულ ბრძოლაზე საუბრობს

„დახედეთ რუკას და მიხვდებით,“ – ასე პასუხობს მეუფე გრიგოლი კითხვას, თუ რომელი უცხო ქვეყნები არიან ჩართულები საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში.

საპატრიარქოში გავლენებისთვის ბრძოლის თემა „კურიერში“ გასული მეუფე პეტრეს ინტერვიუს შემდეგ გააქტიურდა.

მეუფე პეტრემ „შაბათის კურიერთან“ პირდაპირ თქვა, რომ მომავალი პატრიარქობისთვის ბრძოლაში საერო და უცხო ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართულები.

დეკანოზი, მამა კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ არაფერი იცის საპატირაქოს ტახტისთვის მიმდინარე ბრძოლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ისევ მეუფე პეტრემ უნდა წარმოადგინოს.

პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაზე საუბარს შეურაცხმყოფელს უწოდებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი.

„ლაპარაკი, რომ მიმდინარეობს ტახტისთვის ბრძოლა, ეს არის შეურაცხყოფა ყველასი, პატრიარქის, მღვდელმთავრების, სასულიეროს, მრევლის, ხელისუფლების, იმიტომ, რომ ბრძოლა ტახტისთვის ეს არის უკულტურო საზოგადოების ნიშანი,“ – განაცხადა მეუფე დანიელმა.

banner
წინა სტატიაში,,რაც უფრო, სკანდალური იქნება მისი განცხადებები ფიქრობს, რომ მეტ ყურადღებას მიიქცევს” – გია ვოლსკი მუხთარლის განცხადებებზე
შემდეგი სტატიასკანდალი სასულიერო აკადემიაში და მამა შალვას ფარული ჩანაწერი – სასულიერო პირი პირველ კომენტარს აკეთებს