დაკავებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

4 აპრილს დეკანოზმა გიორგიმ შიმშილობა დაიწყო. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზის ერთადერთი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა.

დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

banner
წინა სტატიაშიმხარს არ ვუჭერ ხალხისათვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევას – მარგველაშვილი
შემდეგი სტატიასოფელ მუჟავაში აღმოჩენილი არქაული ნაგებობის პირველადი დახასიათება